ახმეტის მე-3 საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით „ქალი სიცოცხლის საწყისი“ ჩატარდა.
კულტურული ღონისძიება უფროსკლასელების მონაწილეობით დატვირთული და საინტერესო აღმოჩნდა. მას სკოლის პედაგოგების გარდა, მოსწავლეები და მიწვეული მშობლები ესწრებოდნენ.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და შეასრულეს ტრადიციული ქართული ცეკვები, ბოლოს კი დამსწრე აუდიტორიის წინაშე მინი სპექტაკლითაც წარსდგნენ.
იხილეთ ფოტოები