„თუ საგნის ტესტში დააგროვეთ მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ისა...“ - „ნაეკი“ რეიტინგულ სიებს აქვეყნებს
08-04-2022
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულ მოსწავლეთა რეიტინგულ სიებს აქვეყნებს.
 
ოლიმპიადის გამარჯვებულია ყველა ის მოსწავლე, რომელმაც  მესამე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ისა და რეიტინგულ სიაში გადანაწილდა პირველ ათ ადგილზე.
 
გამარჯვებულია ასევე ის მონაწილეც, რომლის ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.
 
თუ ოლიმპიადის მონაწილეთა რეიტინგული სიის პირველ ათ  მონაწილეს თანაბარი ქულა აქვთ, მაშინ, რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, გათვალისწინებული იქნება თანაბარი ქულების მქონე  მონაწილეების მეორე ტურში მიღებული შედეგები. საჭიროების შემთხვევაში კი პირველი ტურის შედეგებიც.
 
საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები დიპლომებით, სიგელებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.  
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203