„ყველა სიკეთის დედაა ქალი“ - ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ქალთა დღესასწაული გრანდიოზულად აღნიშნეს
09-03-2018
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაული გრანდიოზულად აღნიშნეს. 
 
სკოლის წარმომადგენლების თქმით, სკოლის V კლასის მოსწავლეებმა მეტად თბილი და სენსიტიური ლიტერატურულ-მუსიკალურ-დრამატული კომპოზიცია წარმოადგინეს სახელწოდებით - „ყველა სიკეთის დედაა ქალი.“  

ღონისძიება კლასის დამრიგებელის მარინა ბენიძის და მუსიკის მასწავლებელის მაკა ჟორჟოლიანის ორგანიზებით ჩატარდა. მოსწავლეებმა თეატრალური წარმოდგენა დადგეს, თემატური ლექსები წარმოთქვეს და იმღერეს, ღონისძიების ბოლოს კი დამსწრე ქალბატონებს ხელნაკეთი გვირილები აჩუქეს. 

ზეიმის შეფასებისას სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ თბილი სიტყვები არ დაიშურა და ორგანიზატორებს და მშობლებს მადლობა გადაუხადა. 
 
დირექტორმა ასევე არაჩვეულებრივი გამოფენა მიუძღვნა სკოლაში დასაქმებულ ყველა ქალბატონს, მოსწავლე გოგონებსა და მათ მშობლებს.  

„ეს იყო ის დღე, რომელიც მეტად ალამაზებს და შინაარს სძენს ჩვენს ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებას"- აღნიშნავენ სკოლაში.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203