როგორ უნდა აქციონ პედაგოგებმა სამეცნიერო მასალა სასწავლო რესურსად? - აღნიშნულის შესახებ ინფორმციას მასწავლებლებს განათლების სამინისტრო ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში სთავაზობს. მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში, საბაზო საფეხურზე, ბიოლოგიის სწავლებისას მისაღწევი შედეგები ჯგუფდება სამ მიმართულებად, მათ შორის ერთ-ერთია „მეცნიერება და ტექნოლოგიებია“, რაც გულისხმობს:
ამ მიმართულების შედეგების მისაღწევად მასწავლებელს უწევს სამეცნიერო ან სამეცნიერო-პოპულარული სტატიის გადამუშავებასასწავლო რესუსრად გამოყენების მიზნით.
საზოგადოდ, სამეცნიერო სტატიის სასწავლო რესურსად ადაპტირების პროცესში მნიშვნელოვანია:
ა)გავითვალისწინოთ მოსწავლეების წინარე ცოდნა;
ბ)განვმარტოთ მათთვის უცნობი ტერმინები (თუ ასეთები გვხვდება სტატიაში);
გ)გადმოვცეთ სტატიის შინაარსი მოსწავლისთვის გასაგებ ენაზე;
დ)გავამარტივოთ გრაფიკები და ცხრილები (თუ ასეთები გვხვდება სტატიაში).
გთავაზობთ ჟურნალ National Geographic-შიგამოქვეყნებული სტატიის „სრული გამჭვირვალობა“ ადაპტირებულ ვერსიას და მის სასწავლო რესურსად გამოყენების მეთოდს.
ადაპტირებული სტატია შეგიძლიათ გამოიყენოთ საგაკვეთილო პროცესში,როგორც დამატებითი სასწავლო რესურსისაბაზო საფეხურზე,მაგალითად, მე-7 კლასში თემის -„ცხოველები“ და მე-9 კლასში თემის-„სახეობა,პოპულაცია“ განხილვის დროს.აქვე მინდა აღვნიშნო,რომ რესურსის დამუშავებით და განხილვით ხელი შეეწყობა სამიზნე ცნება ბიომრვალფეროვნების მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბებას.
ახალი აღმოჩენების კვალდაკვალ (მოდიფიცირებული ვერსია)
ბერნის უნივერსიტეტის ეკოლოგი,რომელიც ცხოველთა ქცევას შეისწავლის, აღწერს ასეთ სურათს: „ეკვადორში,ანდების ძირას,ზაფხულის ერთ უმთვარო ღამეს,წყაროს თავზე გადმოკიდებულ ფოთოლზე მარტოხელა მამრი დასკუპებულა.მდედრის მოსახიბლად საუკეთესო ადგილი შეურჩევია და მაღალი,წვრილი ხმით უხმობს მას.მოყვითალო-მომწვანო ამფიბიამ მიტოვებულ ქვირითს მიაგნო,რომელსაც საათობით უზის,ვითომ დარაჯობს, სინამდვილეში კიცნობისმოყვარე მდედრებს იზიდავს,რომლებიც ტყუვდებიან-გამოცდილი მამა ჰგონიათ“. გამჭვირვალე ბაყაყის ერთი სახეობის მიერ ამ ხრიკის გამოყენება მეცნიერმა ბრაზილიაში დააფიქსირა და ფიქრობს,რომ ეს ეკვადორში მინიმუმ ორ სხვა სახეობასაც ახასიათებს.
ეს აღმოჩენა ერთ-ერთია რამდენიმე საინტერესო ფაქტიდან,რომლებიც მეცნიერებმა უკანასკნელ ხანებში ამ მინასავით გამჭვირვალე კანის მქონე ამფიბიების შესახებ გამოააშკარავეს.
ოპტიკის,გენეტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის დარგში უახლესი მიღწევების დამსახურებით მკვლევარები ხეებზე მცხოვრებ ამ პაწაწინა,ზოგჯერ ფრჩხილისოდენა არსებებზეაგრძელებენ საინტერესო ინფორმაციის შეგროვებას.
ცნობილია რომ,როგორც წესი, ხერხემლიანებში შთამომავლობაზე მდედრები ზრუნავენ,მაგრამ აღმოჩნდა,რომ გამჭვირვალე ბაყაყების დაახლოებით 25 სახეობის მამრები არამხოლოდ იცავენ ქვირითს მტაცებლებისგან,არამედ მათზე აქტიურად ზრუნავენ.
მდედრი ყრის ქვირითს (სახეობისდა მიხედვით 20დან-100-მდე), რომელსაც შემდეგ მამრი ანაყოფიერებს.ემბრიონის განვითარების საწყის ეტაპზე ზოგიერთი სახეობის მამრი ქვირითს კრუხივით აჯდება,რათა თავკომბალების გამოჩეკვამდე ტენიანობა შეუნარჩუნოს.
მეცნიერებისთვის გამჭვირვალე ბაყაყების სახეობებისინტენსიური შესწავლა განპირობებული იმით, რომზოგიერთი მათგანი სწრაფად ქრება თავისი საბინადრო გარემოდან. ანდებში ბაყაყების ისედაც დანაწევრებულ ტყის ჰაბიტატს სოფლის მეურნეობა,საძოვრები და სამთო მრეწველობა კიდევ უფრო ავიწროებს.ზოგი სახეობის არეალი მხოლოდ ერთი მდინარის აუზამდე შემცირდა.ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი გამჭვირვალე ბაყაყთა 10 სახეობას კრიტიკულ საფრთხეში მყოფად მიიჩნევს,28 სახეობას საფრთხეში მყოფად,21-ს კი - მოწყვლადად.მრავალი სახეობა აღმოჩენისთანავე საფრთხეში მყოფად ცხადდება.
სტატიის მოდიფიცირებულ ვერსიის საფუძველზე გამოიყენეთ „კიპა“-ს მეთოდი.გთავაზობთ ამ მეთოდის მოკლემიმოხილვას და ამ სტატიასთან მიმართებით მისი გამოყენების ტექნიკას.
კიპა, ანუ კითხვებისა და პასუხების ურთიერთმიმართება, არის მეთოდი,რომლის მეშვეობითაც მოსწავლეები ტექსტთან მიმართებით კითხვებსა და პასუხებს შორის არსებულ კავშირს ამყარებენ. თავდაპირველად მოსწავლეებსვთავაზობთ ტექსტის გააზრებაზე ორიენტირებულ შეკითხვებს და ისინი პასუხებს ტექსტში ეძებენ.შემდეგ კი იმის მიხედვით, თუ როგორ მიაკვლიეს პასუხებისთვის საჭირო ინფორმაციას,ახდენენ შეკითხვების კატეგორიზაციას.მეთოდის მიხედვით არსებობს კითხვა-პასუხის ოთხი კატეგორია:
(მაგ.როგორუწყობსხელს გამჭვირვალე ბაყაყის შეგუებულობანი მათ გადარჩენას/ სახეობის მდგრადობას?)
მეთოდი ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა:
მეთოდის გამოყენების საფეხურები:
1.შეარჩიეთ საკითხავი ტექსტი(შესაძლოა იყოს ზემოთ მოცემული სტატიაც) ;
2.ჩამოაყალიბეთ ტექსტთან დაკავშირებული შეკითხვები,მნიშვნელოვანია ოთხივე კატეგორიის თითო ან ორ-ორი შეკითხვის ჩამოყალიბება;
3.გააცანით შეკითხვები მოსწავლეებს ტესტის წაკითხვამდე (ეს მათ დაეხმარება ტექსტთან მიმართებით კონკრეტული მიზნისა და მოლოდინების განსაზღვრაში);
4.წააკითხეთ ტექსტი მოსწავლეებს,შესაძლოა გამოიყენოთ ტექსტის წაკითხვის სხვადასხვა მეთოდი;
5.მიეცით მოსწავლეებს მკაფიო ინსტრუქცია კითხვა პასუხის ოთხივე კატეგორიის შესახებ.გააკარით წინასწარ მომზადებული „კიპა“-ს სქემა ან დაურიგეთ სქემის ფურცლები მოსწავლეებს ინდივიდუალურად;
6.სთხოვეთ მოსწავლეებს,რომ წერილობით უპასუხონ შეკითხვებს და მიუთითონ,რომელი კატეგორიის ინფორმაცია დასჭირდათ თითოეული მათგანისათვის;
7.ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემისა და კატეგორიების მითითების შემდეგ ჩაატარეთ საკლასო დისკუსია.
გასათვალისწინებელია,რომ ზოგჯერ პასუხის ამა თუ იმ კატეგორიაზე მიკუთვნება ადვილი არ არის და ზღვრული შემთხვევებიც არსებობს.მთავარია მოსწავლეებმა ეფექტური არგუმენტები მოიყვანონ თავიანთი მოსაზრებების დასადასტურებლად.
წყარო: როგორ ვაქციოთ სამეცნიერო სტატია სასწავლო რესურსად