სომხურ-ქართული მეგობრობის დღე თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში
08-03-2018
თბილისის 103-ე საჯარო სკოლის II-XI კლასის სომხური სექტორის მოსწავლეებმა  პედაგოგ გაიანე მხითარიანის  ხელმღვანელობით  მოაწყვეს ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო თემაზე  „ენა- დედაა ერისა''.

ღონისძიება სკოლის დირექტორმა არჩილ ჩხაიძემ გახსნა, რომელმაც აუდიტორიასთან გამოსვლისას ისაუბრა იუნესკოს ეგიდით 1999 წელს მშობლიური ენის საერთაშორისო დღის დაარსების მნიშვნელობაზე, ხოლო 2005 წლიდან სომხური ენის დღედ გამოცხადების შესახებ. ასევე აღნიშნა ქართული და სომხური სექტორის მოსწავლეთა შორის  კეთილმეგობრული დამოკიდებულების შესახებ.   

ღონისძიების მსვლელობისას  ნაციონალურ სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა წარმოთქვეს მშობლიური ენისადმი  მიძღვნილი ლექსები, ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები, შეასრულეს სიმღერები და ნაციონალური ცეკვები, რომელიც სკოლასთან არსებული სომხური ცეკვის ანსამბლ „ანის“ ქორეოგრაფიული ხელმძღვანელის ანგელინა ნაზარიანის მიერ მაღალ დონეზე იყო დადგმული. ღონისძიება საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. დასასრულს, საქართველოში სომხეთის ელჩ  რუბენ სადოიანთან ერთად დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქ. თბილისის  საკრებულოს  თავჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ,  გაზეთ „ვრასტანის'' რედაქტორმა ვან ბაიბურთმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა კარინე მანუკიანმა, მათ ღონისძიების მონაწილეებს ლამაზი და საინტერესო საღამოსთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, ისნის რაიონის გამგებელი კახაბერ ლაბუჩიძე, ისნის რაიონის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი ე. დადიანი, ავლაბარ-მეტრომშენის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-განყოფილების უფროსი გიორგი ჭიჭინაძე, ისანი-სამგორის  რესურს ცენტრის  უფროსი მეგი როსტიაშვილი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორის  მოადგილე იური  პოღოსიანი, თბილისის პ. ადამიანის სახელობის სომხური თეატრის  სამხატვრო  ხელმძღვანელი არმენ   ბაიანდურიანი, პოეტი-მთარგმნელი  გივი შახნაზარი, საქართველოში სომხური კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „ჰაიარტუნის“ დირექტორი ლევონ   ჩიდილიანი .ეს იყო კიდევ ერთი ლამაზი დღე სკოლის ცხოვრებიდან და მომავალშიც ვგეგმავთ ჩვენი სკოლა არაერთი  ღონისძიებით  ვასახელოთ.

ავტორი: თბილისის N103 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ასმიკ პაპიკიანი

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203