ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღში თითოეული ბავშვის სოციალურ, ინტელექტუალურ, ემოციურ თუ ფიზიკურ განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა, ამიტომ სასწავლო- სააღმზრდელო პროცესი გაჯერებულია სახალისო, შემოქმედებითი და განმავითარებელი აქტივობებით.
მათ შორის, ერთ-ერთი გამორჩეულია სახალისო აქტივობა - „პატარა მზარეულები“, რომელიც ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღის 3-4-წლიანთა ასაკობრივი ჯგუფის აღმზრდელ-მასწავლებელმა, თამარ ვეშაგურმა აღსაზრდელებს შესთავაზა.
თემის - „პროფესიები“ გავლისას, ბავშვებმა მზარეულის საქმიანობის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს, ამიტომ აღმზრდელ-მასწავლებელმა პროექტი - „მზარეული“ დაგეგმა.
პატარებმა მზარეულის როლი მოირგეს, აღმზრდელ-მასწავლებელის დახმარებით ცომი დაამზადეს, ფორმებით ორცხობილები გამოჭრეს და გამოაცხვეს. ბავშვებმა ძალიან იხალისეს.
„ამგვარი პროექტები ხელს შეუწყობს, ბავშვებში სხვადასხვა უნარების განვითარებას. განსაკუთრებით, საკუთარი ინტერესების გამოხატვის და ერთმანეთთან პოზიტიური ურთიერთობების დამყარების“,- აღნიშნავენ საბავშვო ბაღში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: