თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჰოვანეს თუმანიანის „გიქორი“ წარმოადგინეს
09-03-2018

თბილისის N103 საჯარო სკოლის სომხური სექტორის VIII – X კლასის მოსწავლეები საქართველოს არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მოსწავლეებისათვის გამოცხადებულ ქართულენოვანი სპექტაკლების კონკურსში სახელწოდებით - „ჩემი პირველი ქართული როლი“ ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა კონკურსის ფარგლებში ჰოვანეს თუმანიანის „გიქორი“ პედაგოგ დალი ფეიქრიშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს.

აღნიშნული კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით ტარდება.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203