კერძო სკოლა „მზექას“ წარმატებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
09-03-2018
ახალციხის კერძო სკოლა „მზექას“ არაერთი წარმატებული მოსწავლე ჰყავს. მოსწავლეები ხშირად მონაწილეობენ სასწავლო ოლიმპიადებში და წარმატებებსაც აღწევენ.
ამჯერად სკოლაში შემოდგომის სეზონის წარმატებული „კინგსელები“ დაჯილდოვდნენ.
ასევე, „რობინსონის“ ბრინჯაოს დონის მფლობელ - მარიამ მელიქიძეს, მარიამ ბლიაძესა და თეკლა თათეშვილის დიპლომები გადაეცათ და რეგიონალური ნაკრების წევრობის კანდიდატები გახდნენ.
სკოლა ულოცავს მსოწავლეებს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.