შუხუთის საჯარო სკოლის VIII კლასში პედაგოგ ალექსანდრე სარიშვილის ხელმძღვანელობით სპორტში სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის თემა იყო - ტექნიკური მომზადება კალათბურთში. სკოლის წარმომადგენლების თქმით, გაკვეთილის მიზანი სტანდარტს სრულიად შეესაბამებოდა.
მასწავლებელმა გაკვეთილისთვის განკუთვნილი დრო რაციონალურად გამოიყენა. მოზარდები მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით დაკავდნენ.
ჩატარებული გაკვეთილის შესახებ შეფასების ჯგუფის წევრებმა კმაყოფილება გამოთქვეს.
იხილეთ ფოტოები