„გამოიცანი, რას ეხები“- ხობის გურიფულის საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა სენსორული განმავითარებელი აქტივობა
11-04-2022

ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის საბავშვო ბაღში ბავშვებს სენსორული უნარების განვითარებაში თამაშებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით ეხმარებიან. 

ბაღის შერეული ასაკობრივი ჯგუფის აღმზრდელ-მასწავლებელმა, ია იოსავამ, აღსაზრდელებს სახალისო სენსორული განმავითარებელი აქტივობა შესთავაზა. წინასწარ გამზადებულ სენსორულ მაგიდაზე განათავსეს სხვადასხა ზომის, ფორმის მქონე ბუნებრივი მასალები. აღსაზრდელებმა დაახარისხეს და თითების შეხებით ამოიცნეს თითოეული მათგანი.

„ადრეული სენსორული განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული ბავშვის გონებრივ და ინტელექტუალურ განვითარებასთან“,- აღნიშნავენ გურიფულის საბავშვო ბაღში. 

აღსანიშნავია, რომ გურიფულის საბავშვო ბაღში პატარების ინტელექტუალურ, სოციალურ-ემოციურ, ფიზიკურ თუ შემეცნებით განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, შესაბამისად პატარები ყოველდღიურად განმავითარებელ აქტივობებში არიან ჩართულნი. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203