სურამის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კვლევითი და თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები გამოიმუშავეს
09-03-2018

სურამის მე-4 საჯარო სკოლაში სამოდელო გაკვეთილი ბიოლოგიაში ჩატარდა. 

გაკვეთილის მთავარი თემა იყო სუნთქვა. მოსწავლეები გაკვეთილზე მათ გარშემო მიმდინარე პროცესების უშუალო მონაწილეები იყვნენ, რომლის წარმმართველი და დამხმარე თავად ბიოლოგიის მასწავლებელი იყო.  

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, პროფესიონალიზმი და შემოქმედებითი შესაძლებლობები დაეხმარა მასწავლებელს გაკვეთილის საინტერესოდ წარმართვაში.

მასწავლებელმა თავდაპირველად წინარე ცოდნის გააქტიურებისთვის გამოიყენა კითხვა-პასუხის რეჟიმი, ამის შემდეგ კი გუნდური მუშაობის პრინციპი. 

სურვილის მიხედვით დაჯგუფებული მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ მოცემული დავალებების შესრულებაში. ამასთან ერთად, საგაკვეთილო პროცესში პედაგოგმა გაჩერებებით სწავლების მეთოდიც გამოიყენა. გაჩერებების დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაცია გააკეთეს.

მოსწავლეების თქმით, მიღებული ცოდნის გარდა, გაკვეთილი მათ დაეხმარა კვლევითი და თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები გამოემუშავებინათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203