ჩაქვის №2 საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი საყმაწვილო ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა
09-03-2018
ჯემალ არძენაძის სახელობის ჩაქვის №2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე არკადი დავითაძე ამირან (პაკო) სვიმონიშვილის სახელობის საყმაწვილო ლიტერატურული პრემიით  - ,,ამირანი“ დაჯილდოვდა. 

არკადი დავითაძეს დიპლომი, ფულადი ჯილდო (500ლარი) და რამდენიმე სამაგიდო  წიგნი გადაეცა.  ჩაქვის სკოლის აღსაზრდელი კონკურსზე  საკუთარი ლექსით წარსდგა. 

ჩაქვის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ახალგაზრდა შემოქმედს ამ დიდ წარმატებას ულოცავენ და კიდევ უფრო მაღალ შემოქმედებით წინსვლას უსურვებენ. 

პრემია „ამირანის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი თბილისის მეექვსე საავტორო სკოლაში გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203