„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
ბრძანება რომელსაც ხელს განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი აწერს, უკვე ძალაშია.
ახალი დოკუმენტის თანახმად, თბილისის N41 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, ქართულ-უკრაინული სკოლის სტატუსი მიენიჭა. მინისტრის ბრძანება სრულად იხილეთ ბმულზე.