მარინე მახაური მლეთის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის დამრიგებელია. იმისთვის, რომ სწავლება საინტერესოსთან ერთად სახალისო და დასამახსოვრებელი გახადოს, ის საგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა აქტივობას იყენებს.
პედაგოგი ქართული ენის სწავლების ეფექტურ სტრატეგიებს შორის რამდენიმეს გამოყოფს. მათ შორისაა: გონებრივი იერიშის მეთოდი, კარიკატურების გამოყენება, მსჯელობა. დიდი ყურადღება ექცევა აღწერას, ფაქტობრივ ცოდნას, შედარებას, გაგებას, გამოყენებას, ანალიზს, სინთეზსა და შეფასებას, რაც მოსწავლეს კრიტიკული აზროვნების გაღვივებაში ეხმარება.
ახალი სასწავლო მასალის ათვისებასთან ერთად, გაკვეთილზე მასწავლებლის მთავარ ამოცანას ასევე მოსწავლეების წახალისება წარმოადგენს. ამ მიზნით ბავშვებისთვის მან მოტივაციისთვის „კვირის საუკეთესო მოსწავლის“ სტენდი შექმნა. ყოველი კვირის ბოლოს მოსწავლეს კატეგორიის მიხედვით ვარსკვლავი ენიჭება.
იხილეთ ფოტოები