ახმეტის N3 საჯარო სკოლაში პროექტ „აქტიური მკითხველის“ ფარგლებში ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში წიგნიერების გაზრდა იყო.
სკოლის დირექციამ მონაწილე მოსწავლეები წიგნებით დააჯილდოვა და საზეიმო ვითარებაში წიგნის ფორმის ტორტი დაჭრა.
„ძალიან საინტერესო ღონისძიება გაიმართა. ჩვენი სკოლის დირექცია ყოველთვის ზრუნავს, რომ მოსწავლეები აქტიურად ვიყოთ სასწავლო პროცესში ჩართულები და ამ მიზნით საინტერესო და სახალისო პროექტებს ახორციელებს,“ - აღნიშნეს სკოლის მოსწავლეებმა.
იხილეთ ფოტოები