ზესტაფონის კერძო სკოლა „ორნატში“ დედის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი ჩატარდა.
ღონისძიებაში 1-ლი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვებმა ეს დღე ნამდვილ დღესასწაულად აქციეს და შეძლეს დედების გახარება. ზეიმზე შეასრულეს სიმღერები, ცეკვები, თქვეს ლექსები.
როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსწავლეებმა ლამაზ დედიკოებს მიულოცეს ეს დღე და დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ბედნიერება უსურვეს.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები