„ზოგადი განათლების“ შესახებ კანონში დეტალურად არის გაწერილი მასწავლებლეთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფუნქციები.
დოკუმენტში მასწავლებლის სახლის 10 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობაა ჩამოწერილი. მასწავლებელთა კარიერული წინსვლის, სხვა აქტივობებისა და სტანდარტების მომზადებასთან ერთად სწორედ მასწავლებლის სახლის მოვალეობაში შედის მოსწავლის ქცევისა და დირექტორის ეთიკის კოდექსის შემუშავება.
გაეცანით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფუნქციებს:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასწავლებელთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვა;
ბ) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მომზადება;
გ) მასწავლებელთა ასოციაციებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის მომზადების უზრუნველყოფა;
დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებლების ვაკანსიების რეგისტრაცია;
ე) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესის, აგრეთვე მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის შემუშავება;
ზ) მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შემუშავება;
თ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის დებულების შემუშავება და მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის განხორციელება;
კ) მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა;
ლ1) მოსწავლის ქცევის კოდექსისა და დირექტორის ეთიკის კოდექსის შემუშავება;
მ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.