საინტერესო კონკურსების ციკლი თბილისის 108-ე საჯარო სკოლაში
09-03-2018
თბილისის 108-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა კედლის გაზეთების კონკურსი თემაზე: ,,სკოლა ჩემს წარმოდგენაში." 

ყველა კლასის მიერ შესრულებული ნამუშევარი მისაღები და მოსაწონი იყო, რისთვისაც დირექციამ მადლობა გადაუხადა V და VI  კლასის მოსწავლეებს. შინაარსითა და მხატვრული გაფორმებით გამოიკვეთნენ გამარჯვებულებიც.

I ხარისხის სიგელით დაჯილდოვდა VI კლასი (დამრიგებელი: ნ.ქირია), II ხარისხის სიგელით დაჯილდოვდა VI კლასი  (დამრიგებელი: ნ.ქევხიშვილი), III ხარისხის სიგელით კი - V კლასი (დამრიგებელი: ა.ვასაძე).

აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლა აქტიურად ახორციელებს ბულინგის წინააღმდეგ მიმართულ საინტერესო აქტივობებს. 1-ლი მარტიდან 10 მარტის ჩათვლით სკოლაში (1-12 კლასები) მიმდინარეობს ბულინგის თემასთან დაკავშირებით კონკურსი. მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ვიდეორგოლი, სლოგანი, კედლის გაზეთი და სხვა.

გამარჯვებული ნამუშევარი 10 მარტს გამოვლინდება, რომელიც გაიგზავნება საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროში შეფასებისათვის. 

სკოლა თითოეულ მონაწილეს წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203