მასწავლებლებს გამოცდებზე რეგისტრაციისთვის 1 დღე რჩებათ, თუმცა ვრცელდება სასკოლო საზოგადოებაში ინფორმაცია, რომ შესაძლოა რეგისტრაციის ვადები გახანგრძლივდეს. რამდენად არის მსგავსი რამ შესაძლებელი? - საკითხის გასარკვევად Etaloni.ge-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართა.
„ნაეკში“ გვიპასუხეს, რომ მასწავლებლების გამოცდისთვის რეგისტრაციის ვადებში ცვლილება არ შესულა და პედაგოგებს, 14 აპრილის 18:00 საათამდე აქვთ დრო, რეგისტრაციის პროცედურა გაიარონ.
„რეგისტრაციის ადის გახანგრძლივება არ იგეგმება. ჩვენს ვებ და ფეისბუქ-გვერდებზე დევს ოფიციალური ინფორმაცია ვადების შესახებ, ამიტომ ენდონ მხოლოდ ამ მონაცემებს“