ძირკვაძეების საჯარო სკოლაში ხალისიანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილები ტარდება
09-03-2018
ძირკვაძეების საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგმა ზელიმხან თავართქილაძემ IX კლასში საინტერესო, მრავალფეროვანი და ხალისიანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩაატარა. 

საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთვნენ. 

გაკვეთილს შეფასების მიზნით სკოლის შიდა შეფასების ჯგუფის თავმჯდომარე დონარი აბულაძე და სკოლის შიდა შეფასების ჯგუფის წევრები - მერი სოლომონიძე, ნადიე ქამადაძე და ნაირა ხალვაში ესწრებოდნენ. საპატიო მიზეზით გაკვეთილს გამოაკლდა შეფასების ჯგუფის ერთი წევრი დალი შავაძე.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ზელიმხან მასწავლებელს და მის აღსაზრდელებს ასეთი კარგი გაკვეთილის ჩატარებისათვის და მათ წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203