დარჩელის N1 საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო სახელწოდებით „უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე" ჩატარდა.
ღონისძიება სიყვარულის თემას მიეძღვნა. მასში VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები, გამონათქვამები.
საღამოს ჩატარების ინიციატორებმა, მასწავლებლებმა მიმოზა კვირტიამ და ია ბერაიამ დასასრულს მადლობა გადაუხადეს თითოეულ მოსწავლეს იმ სითბოსთვის და სიყვარულისთვის, რომელიც მთელ სკოლაში უხვად განაბნიეს.
იხილეთ ფოტოები