თელავის N1 საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა მასწავლებელებსა და მშობლებს გაზაფხულის დღესასწაული მიულოცეს
09-03-2018
მეფე ერეკლე II-ის სახელობის თელავის N1 საჯარო სკოლის 1 კლასში საზეიმო ღონისძიება - „გაზაფხულდა, 8 მარტია“ გაიმართა.

სკოლის აღსაზრდელებმა მასწავლებელებს, მშობლებს და მიწვეულ სტუმრებს გაზაფხულის ლამაზი დღესასწაული მიულოცეს.  

მოსწავლეებმა თემატური ლექსები წარმოთქვეს და გაზაფხულზე სიმღერები იმღერეს.  

ღონისძიების ორგანიზატორები 1 კლასის მასწავლებლები ლია ბოჭორიშვილი და მაია ახმეტელი არიან.

ზეიმის წარმართვაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეების მშობლებმაც.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203