მუხურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანადგომის შესახებ საინტერესო ვიდეორგოლი შექმნეს
10-03-2018
მუხურის N1 საჯარო სკოლა აქტიურად ჩაერთო კონკურსში სახელწოდებით „ნაბიჯი თანადგომისკენ“, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ იყო ინიცირებული. კონკურსის მთავარ ამოცანას ესეებისა და ვიდეორგოლების შექმნა წარმოადგენდა.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ და საინტერესო ნამუშევრებიც შექმნეს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მათი ინიციატივითა და მონაწილეობით მომზადდა თემასთან დაკავშირებული ვიდეორგოლი.
სკოლა მადლობას უხდის მის აღსაზრდელებს აქტიური მონაწილეობისთვის და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ მოსწავლეების მიერ მომზადებული ვიდეორგოლი თანადგომის შესახებ