სახალხო დამცველი 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშში მოსწავლეთა სწავლის მიტოვების მაღალ მაჩვენებელზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კვლავაც მოსაწესრიებელია ნორმა, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს მიზეზებს, რატომ წყვეტებ სწავლას სკოლის მოსწავლეები.
2021-2022 სასწავლო წელს საანგარიშო პერიოდში ისევ აქტუალური იყო სწავლის მიტოვებისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების მაჩვენებელი, რაც კვლავაც ყველაზე მაღალია თბილისში (2947/35%), ქვემო ქართლსა (1970/23.4%) და კახეთში (714/8.5%). ამასთანავე, გენდერულ ჭრილში, ბიჭების მხრიდან, შედარებით უფრო ხშირია სწავლის მიტოვება.
კვლავ დახვეწასა და დაზუსტებას საჭიროებს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის საფუძვლების სტატისტიკა. კერძოდ, მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევების აღრიცხვისას ბუნდოვანი შინაარსის საფუძვლები, როგორიცაა „მშობლის განცხადება“ ან „გაცდენების ზღვრული რაოდენობა“, ბავშვის საგანმანათლებლო პროცესიდან ჩამოშორების რეალური მიზეზის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ იძლევა.