თანხის გადახდა არ ნიშნავს წარმატებულ რეგისტრაციას - რა უნდა ქნათ, თუ მონაცემი არასწორად მიუთითეთ
საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაციისთვის ვადა აპლიკანტებს დღეს 18:00 საათზე ეწურებათ. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე
online.naec.ge.
საგნის, სპეციალური უფროსი მასწავლებლისა და პროფესიული უნარების გამოცდებში მონაწილეობის საფასურია 50 ლარი. პრაქტიკოსი და სპეციალური პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის რეგისტრაცია შესაბამისი გამოცდისათვის უფასოა.
თანხის გადახდის შემდეგ უნდა შეცვიდეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული გვერდის ვებგვერდზე
online.naec.ge და გაიაროთ რეგისტრაცია
- არ დაგივიწყდეთ! ყველა ველის შევესების შემდგომ დააჭიროთ შენახვის ღილაკს.
აღსანიშნავია, რომ გამოსაცდელს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ არ აქვს უფლება, შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული მონაცემები. თუმცა, იმ შემთხვევაში
თუ აპლიკანტი რეგისტრაციისას შეცდომას დაუშვებს მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს. აღსანიშნავია, რომ ცენტრი არ იძლევა გარანტიას, რომ აპლიკანტის მოთხოვნა აუცილებლად დაკმაყოფილდება, თუმცა თუკი რეგისტრაციისას შეცდომით მიუთითეს მონაცემი, ცენტრში განაცხადის დაწერა არის ერთადერთი გზა, რათა შეცდომის გამოსწორების შანსი მოგეცეთ.
აქვე გთავაზობთ. ცენტრის საკონტაქტო ინფორმაციას: 0322-247-33-33 (მის.: ქ.თბილისი, ე. მინდელის N9), ასევე ელექტრონულად ფოსტა: gancxadebebi@naec.ge