სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნის" მე-12 კლასის მოსწავლე ნიკა გელოვანი ნომინაციაში ახალგაზრდა მწერალი პროზა-პოეზიის პრემია ,,ივერიის" ლაურეატი გახდა.
სკოლის აღსაზრდელს დაჯილდოების ცერემონიალზე ილია მართლის ორდენი გადასცეს.
გამარჯვებულების - პრემიის ლაურეატებისა და ილია მართლის ორდენოსნების დაჯილდოებაზე ასევე სკოლის დირექცია და სკოლის გუნდი ,,ხმა ცოდნისა" მიიწვიეს.
სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნისათვის" წლევანდელი წელი საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო იყო. სკოლის დირექტორი ნაზი ნადირაძე ახალგაზრდა მწერალს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ ,,ივერიის" სახელობის პროზა-პოეზიის პრემია ქართული პროზა-პოეზიის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე მუშაობს.
პროექტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.
იხილეთ ფოტოები