დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარმა ნათია ქევხიშვილმა დედის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარა.
ზეიმში მონაწილეობა საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.
სკოლის აღსაზრდელებმა თეატრალური წარმოდგენა დადგეს, იცეკვეს და თემატური ლექსები წარმოთქვეს.
ღონისძიების დამსწრეთა თქმით, ზეიმი საინტერესო ნომრებით იყო დატვირთული.
იხილეთ ფოტოები