განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, 2022 წლის 14 აპრილიდან იწყება ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი.
- დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, მოსაზრებები დააფიქსირონ ელექტრონულად ვებგვერდზე: www.grifireba.emis.ge
- გაზიარებული შენიშვნები/რეკომენდაციები აისახება შინაარსობრივი საგნობრივი ჯგუფის რეკომენდაციაში და განმცხადებლებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი გახდება.
- განხილვის პროცესი 2022 წლის 1 მაისს დასრულდება. www.grifireba.emis.ge