„დედაენის“ დაბადების დღე - ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფის აღმზრდელ-მასწავლებელმა, ინგა მჟავანაძემ, 14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით პატარებს საინტერესო პროექტი შესთავაზა.
პროექტზე მუშაობისას აღმზრდელ-მასწავლებელმა შექმნა წიგნიერი გარემო. მათთვის ხელმისაწვდომი იყო მრავალფეროვანი, ილუსტრირებული წიგნები. პროექტის ფარგლებში ბავშვებმა მოირგეს ბიბლიოთეკარის და წიგნის მაღაზიის გამყიდველის როლი. საინტერესო იყო ბრაილის შრიფტის შექმნის პროცესი.
პროექტის დასასრულს „იუბილარს“ ბუნებრივი რესურსებით დამზადებული ტორტი მიართვეს და უმღერეს კიდეც.
„ამ აქტივობებით აღმზრდელ-მასწავლებელმა აღსაზრდელებს გაუღვივა წიგნის მიმართ სიყვარული, განუვითარა წიგნიერებასთან დაკავშირებული ინტერაქციის, საუბრის, კითხვის და წერის დაუფლების უნარები“.
აღსანიშნავია, რომ ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღში თითოეული ბავშვის ემოციურ, სოციალურ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ბავშვები ყოველდღიურად მათ ინტერესებზე მორგებულ აქტივობებში არიან ჩართულნი, აღმზრდელ-პედაგოგები ხშირად მიმართავენ პროექტით სწავლებას.
იხილეთ ფოტო და ვიდეო: