გორაბერეჟოულის სკოლის მოსწავლეები თავიანთი საყვარელი სასმელის მომზადების პროცესს გაეცნენ
12-03-2018
გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ზედაზენის“ ქარხანას ესტუმრნენ. 

მოსწავლეებმა ექსკურსიის მსვლელობისას დაათვალიერეს ქარხანა, რომელიც  ევროპული წარმოების ყველაზე თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. 

ბავშვები ასევე ლიმონათისა და ცივი ჩაის მომზადების, ჩამოსხმისა და დაფასოების პროცესს დაესწრნენ. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, მათთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო იმის ნახვა, თუ როგორ ამზადებენ მათ საყვარელ ტკბილ სასმელს, ლიმონათს. 

ექსკურსიის ბოლოს, მოსწავლეებმა კომპანიისგან საჩუქრებიც მიიღეს და სურვილი გამოთქვეს ქარხნის მეორედ მონახულების. სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის კომპანიის წარმომადგენლობას ამ დასამახსოვრებელი დღისთვის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203