ხობის N2 საბავშვო ბაგა- ბაღში ბავშვებს ქართული ენის სიყვარულს პატარაობიდანვე ასწავლიან. ამის ნათელი მაგალითია დედა ენის დღესთან დაკავშირებით განხორციელებული შთამბეჭდავი პროექტი - „დედაენის დაბადების დღე“.
საინტერესო და სახალისო პროექტი ბაგა- ბაღის სასკოლო მზაობის „ა და „ბ“ ჯგუფის აღმზრდელ-მასწავლებლებმა - ქეთინო აბშილავამ და მარი მირცხულავამ დაგეგმეს.
პროექტი გაჯერებული იყო შემეცნებით-განმავითარებელი აქტივობებით.
ბავშვები პროექტში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, იაქტიურეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ბავშვებში სასკოლოდ წინარე უნარების განვითარებას და იწვევს დადებით ემოციებს, უღვივებს მათ ინტერესს და სიყვარულს ქართული ენისა და ანბანისადმი“,- აღნიშნავენ ბაღში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: