პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით 83 ხმით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც სასკოლო ასაკი იცვლება.
კერძოდ, პირველ კლასში შესვლისა და სწავლის დაწყების უფლება ექნება იმ ბავშვებსაც, რომლებსაც პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდება 6 წელი. აღსანიშნავია, რომ სასკოლო ასაკის პირველ ოქტომბრამდე გადაწევით გაიზარდა მოსწავლეთა რაოდენობა დაახლოებით 2540 ერთეულით.
პირველკლასელთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. I ეტაპი 15 მარტიდან დაიწყოა და 26 მარტს დასრულდა. რომლის ფარგლებში სსსმ მოსწავლეები დარეგისტრირდნენ. მათ მიეცემათ დამატებით რეგისტრაციის საშუალება და პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებათ. რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2 მაისს დაიწყება და 13 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები, რომელთა:
იხილეთ: როდის გამოცხადდება პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია და რა უნდა იცოდეთ
კერძო და საჯარო სკოლებს დამატებითი ვაუჩერული დაფინანსება განესაზღვრებათ