ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს შეუძლია, ამ წესით ისარგებლოს
14-04-2022

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით  ხუთშაბათს, 14 აპრილს სწავლის დისტანციური მოდელი 3015-მა მოსწავემ აირჩია, ხოლო ონლაინიდან  საკლასო  ოთახში დაბრუნების გადაწყვეტილება 3488-მა მოსწავლემ მიიღო.

ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. 

სწავლის დისტანციური ფორმატის არჩევის შესაძლებლობით სარგებლობა საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლე სარგებლობს.

  • აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის ან მის გასაუქმებლად, საჭიროა მშობლისა და მოსწავლის პირადი ნომრები, რომლებიც უნდა ემთხვეოდეს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) არსებულ ინფორმაციას.
  • ასევე, უსაფრთხოების ნორმების გაძლიერებისთვის, პირადი ნომრების შეყვანის შემდეგ, მშობელს საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომერზე გადაეგზავნება ერთჯერადი კოდი.
  • გაითვალისწინეთ, თუ მშობლის ნომერი არასწორია ან ის შეიცვალა, დაუყოვნებლივ აცნობოთ სკოლის ადმინისტრაციას, რათა ინფორმაცია ბაზაში სწორად აისახოს და შეძლოთ მოსწავლის რეგისტრაცია ან რეგისტრაციის გაუქმება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203