მახოში არსებულმა დავითაძეების დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა დედები დაასაჩუქრეს
12-03-2018
მახოში არსებულმა დავითაძეების დაწყებითმა სკოლამ დედის დღისადმი მიძღვნილი საღამო ჩაატარა. 

ორგანიზატორები კლასის დამრიგებლები ლია დავითაძე და ლეილა დიასამიძე იყვნენ. მათ  შეძლეს დახმარებოდნენ მოსწავლეებს, დედების მიმართ სიყვარულის, მადლიერებისა და პატივისცემის გრძნობის შემოქმედების გზით გადმოცემაში, რაც ბავშვებს ნამდვილად გამოუვიდათ.

ფერად სადღესასწაულო კოსტიუმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, ქართული ტრადიციული ცეკვები და დედისადმი მიძღვნილი ლექსებიც წარმოთქვეს. ეს დღე დამსწრე აუდიტორიისთვის საკმაოდ ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203