სასწავლო წლის დასაწყისიდან ასპინძის საჯარო სკოლის რუსული ენის შემსწავლელი წრე წარმატებით ფუნქციონირებს.
როგორც წრის ხელმძღვანელმა, რუსული ენის პედაგოგმა ნინა სახვაძე - ლოლაძემ აღნიშნა, ამ წრის მიზანია რუსული კულტურის გაცნობა და რუსი კლასიკოსების ნაწარმოებების ორიგინალში წაკითხვა.
ერთ-ერთი საინტერესო ღონისძიება დედის დღეს მიეძღვნა. წრეში გაერთიანებულმა მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, რომლებიც რუსმა მწერლებმა მიუძღვნეს დედებს და ასევე ქართველი მწერლების ნაწარმოებების რუსული თარგმანები.
მოსწავლეებმა შეასრულეს „ჩასტუჩკები“ და იცეკვეს „კალინკა“.
იხილეთ ფოტოები