კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებში - KET/KET fs, PET/PET fs, FCE, CAE, TKT და Young Learners Exam (Starters, Movers, Flyers) მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია 1 აპრილს დაიწყო და დღეს, 15 აპრილს დასრულდება. მას, ვინც ამ ვადებში ვერ მოასწრებს დარეგისტრირებას, უფლება აქვს გამოიყენოს დარეგისტრირების კიდევ ერთი შესაძლებლობა. შემდეგი გამოცდებისათვის: Starters, Movers, Flyers, KET fs, PET fs გვიანი რეგისტრაცია 16 აპრილს დაიწყება და 19 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. დანარჩენი გამოცდებისათვის კი გვიანი რეგისტრაცია 16 აპრილიდან 26 აპრილის 18:00 საათამდე გასტანს. გვიანი რეგისტრაციის საფასურია 120 ლარი.
კემბრიჯის გამოცდების კომპიუტერულ ვერსიებზე რეგისტრაცია მოგვიანებით, 1 ივნისს დაიწყება და 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
გამოსაცდელმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე kotiashvili@naec.ge უნდა გამოაგზავნოს: შევსებული სააპლიკაციო ფორმა:
შევსებული სააპლიკაციო ფორმა:
ანკეტაზე ხელი უნდა მოაწეროს აპლიკანტის პედაგოგმა ისე, რომ ხელმოწერა გადავიდეს ფოტოსურათზე. ასევე სააპლიკაციო ფორმის მე - 2 გვერდის ბოლოს აუცილებელია მშობლის/მეურვის ხელმოწერა, სრულწლოვანი პირებისათვის კი საკუთარი ხელმოწერა.
იმისათვის, რომ აპლიკანტი დარეგისტრირებულად ჩაითვალოს, გთხოვთ დაელოდოთ დოკუმენტაციის მიღების შესახებ დასტურს, რომელსაც ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ.
ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9) შემდეგი განრიგით:
Paper-based KET – 11 ივნისი
Paper-based KET fs – 31 მაისი
Paper-based PET - 11 ივნისი
Paper-based PET fs – 31 მაისი
Paper-based FCE – 18 ივნისი
Paper-based CAE – 18 ივნისი
Paper-based TKT – 20 ივნისი
Paper-based Young Learners Exam – 30 მაისი
Computer-based FCE-9 ივლისი
Computer-based CAE- 25 ივნისი
კემბრიჯის გამოცდების ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით მისი სერტიფიკატი უვადოა. მას ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში. კემბრიჯის გამოცდებს საქართველოში ადმინისტრირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2013 წლიდან უწევს.