ასოციაცია „ჰერა XXI”-მა ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში საინტერესო კამპანია გამართა.
კამპანიის მიზანი იყო მშობლებისა და მასწავლებლებისთვის შექმნილი ვებ-გვერდების და მობილური აპლიკაციის გაცნობა და პრეზენტაცია.
კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ ახალციხის კერძო სკოლა ,,მზექას" მოსწავლეებიც.
ღონისძიებაზე ასევე საუბარი იყო ასოციაცია „ჰერა XXI”-ის საქმიანობისა და ორგანიზაციაში მოქმედ ახალგაზრდულ მეგობრულ სერვისების შესახებ, გაიმართა მინი-ვიქტორინა და მონაწილეებს ასოციაციისგან ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები