ტანძიაში მდებარე საბა დადვანის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალთა დღისადმი მიძღვნილი გამოფენა მოაწყვეს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები, ფერადი ორიგამები, ქაღალდისგან შექმნილი ტრიდე ნამუშევრები, პლასტელინის ნაკეთობები, გუაშითა და აკვარელით შესრულებული პეიზაჟური ჟანრის ფერწერული ტილოები.
მნახველთა თქმით, თითოეული ნამუშევრის ხასიათი და სტილი, დეკორატიული ელემენტები, თბილი ფერები მოსწავლეების შემოქმედებით ნიჭსა და დაკვირვებულობაზე მიუთითებდნენ.
მოსწავლეები აქტიურად მუშაობენ ხელოვნების სფეროში და მომავალში სხვადასხვა თემატიკაზე მსგავსი გამოფენის მოწყობას გეგმავენ.