დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა ჩატარებული ღონისძიებისთვის აპლოდისმენტები დაიმსახურეს
12-03-2018
დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარეს. ღონისძიება სკოლის ბიბლიოთეკარ ნათია ქევხიშვილის ორგანიზებით გაიმართა.
მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო აქტივობა წარმოადგინეს.
ღონისძიების ბოლოს, მეორე კლასის მოსწავლეებმა აპლოდისმენტები დაიმსახურეს.