​ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღეს ქართველი მწერლების ციტატები და ლექსები წაიკითხეს
15-04-2022
იაკობ გოგებაშვილის სახელობის ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, დედაენის დღის აღსანიშნავად, მე-8 კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია საქართველოში დედაენის დღის დაარსებისა და ქართული ენის მნიშვნელობის შესახებ. 

მოსწავლეებმა კლასში ქართველი მწერლების გამონათქვამები, ციტატები და ლექსები წაიკითხეს. 

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...