მოსწავლეთა ტესტირებას ყველა სკოლა ინდივიდუალურად ჩაატარებს- სამინისტროს განმარტება
15-04-2022
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში უწყება განმარტავს, რას ნიშნავს, დიაგნოსტიკური შეფასება და რომელი კლასის მოსწავლეები მიიღებენ მასში მონაწილეობას.

სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა გულისხმობს მოსწავლეების პროგრესის უზრუნველყოფას საგნობრივი სტანდარტებით განსაზღვრულ შედეგებთან მიმართებით. ამ მიმართულებით სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს დიაგნოსტიკური შეფასება, რომლითაც ხდება მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებების გაანალიზება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა მათი წინსვლის ხელშესაწყობად.

დიაგნოსტიკურ შეფასებას ყველა სკოლა ინდივიდუალურად ახორციელებს და პროცესში ჩართული არიან მასწავლებლები და IV-IX კლასების მოსწავლეები.

აღსანიშნავია, რომ დიაგნოსტიკური შეფასება არ ახდენს ზეგავლენას განმსაზღვრელ (ნიშნიან) შეფასებაზე და აქვს მხოლოდ განმავითარებელი შეფასების ფუნქცია. შესაბამისად, ის არ წარმოადგენს გამოცდას, ან ტესტირებას, რომლის ფარგლებში მოსწავლე ნიშნით ფასდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203