გეზათის საჯარო სკოლაში გამართული ღონისძიებისთვის ილუსტრაციები მოსწავლეებმა დაამზადეს
12-03-2018
გეზათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება, რომელიც ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლისთავს მიეძღვნა.
მისი ორგანიზატორები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები ქეთევან ვეკუა და ლოლა ქურასბედიანი იყვნენ. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა გულისა კიზირიამ, ხოლო მხატვრულად - სოფიო ჯიბლაძემ.
ღონისძიება გახსნა I კლასის მოსწავლემ მარიამ გაბუნიამ. მან შთამბეჭდავად წაიკითხა ლექსი ,,გაზაფხული“. მოსწავლეთა გუნდმა შესრულა ილია ჭავჭავაძის ლექსზე დაწერილი სიმღერა ,,ჩემო კარგო ქვეყანავ’’.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს მწერლის ბიოგრაფია, წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები მოთხრობებიდან, დადგეს ინსცენირება მოთხრობისა ,,გლახის ნაამბობი“.
განსაკუთრებით შთამბეჭდავად წაიკითხეს ლექსები მოსწავლეებმა: მარიამ გაბუნიამ, ანი ფირცხალავამ, არჩილ გაბუნიამ, ქეთევან გაბუნიამ, იზოლდა ბოკერიამ, შალვა შუბლაძემ, ლიზი შუბლაძემ, თემურ გოგავამ, რომა ნადარეიშვილმა, ემზარ გეგეშიძემ, გიორგი ქამადაძემ, მარიამ ნადარეიშვილმა, მარიამ ფირცხალავამ, ანდრია ფირცხელავამ, მედეა მახარაშვილმა, სალომე მალიშავამ, ლილე მალიშავამ, საბა ახალაიამ, ანასტასია შუბლაძემ, გივი და ქეთევან გაბუნიებმა.
ღონისძიებას ამშვენებდა მოსწავლეთა მიერ შესრულებული ილუსტრაციები ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით, რომელმაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები