უწერის საჯარო სკოლაში ქალთა და დედის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ.
სკოლის წარმომადგენლების თქმით, პედაგოგები და მათი აღსაზრდელები ,,ჯადოსნურ ოთახში“ შეიკრიბნენ, სადაც ბავშვებმა წიგნებსა და ინტერნეტში მოძიებული ლექსები და სიტყვები წაიკითხეს.
დაჯილდოვდნენ ჭადრაკსა და შაშში პირველ, მეორე და მესამე ადგილას გასული მოსწავლეები და სიგელები გადაეცათ.
,,ერთმანეთით, შევქმენით სასიამოვნო გარემო. გვქონდა ტკბილეული. ეს დღე ყველასთვის ბედნიერი იყო და, რაც მთავარია, ერთკვირიანი არდადეგები მხიარულად დავიწყეთ“ ,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები