მიქავას თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ
12-03-2018

მიქავას თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ. 

მოსწავლეებმა პედაგოგ რუსუდან ოთხოზორიასა და ეკატერინე ჭანიას დახმარებით საბჭოთა ოკუპაციის ხელახალი გააზრების შესახებ მსჯელობა მოაწყვეს. მათ ისაუბრეს მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებზე და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის შეწირული გმირები გაიხსენეს.

სკოლაში ასევე დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც მოეწყო, რომელშიც უფროსკლასელი მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს ამ დღესთან დაკავშირებული ლექსები, მოთხრობები და გამონათქვამები.

საინტერესოდ ჩაიარა ასევე ილია ჭავჭავაძის 180 წლისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ, სადაც მოსწავლეებმა ისაუბრეს მწერლის განვლილ გზასა და მისი მოღვაწეობის მნიშვნელობაზე. გაიხსენეს მისი შემოქმედების ბრწყინვალე ნიმუშები. აღნიშნეს მისი როლი ქვეყნის კულტურისა და საზოგადოების ფორმირების საკითხებში.

სკოლის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის მოსწავლეებს გაწეული შრომისთვის და წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203