საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირკალი ღარიბაშილმა, საბავშვო ბაღების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონებში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია საბავშვო ბაღების შენობები
„ჩვენ ასევე შევაფასეთ ბაღების მდგომარეობა, რომელიც კრიტიკულია. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ძალიან ბევრი ბაღი, განსაკუთრებით რეგიონებში. ამიტომ, ასევე გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ აშენდება 90 საბავშვო ბაღი და რეაბილიტირდება 412 ბაღი მთელი ქვენის მასშტაბით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენთვის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის რომ ჩვენი ბავშვები იზრდებოდნენ და განათლებას იღებდნენ ჯანსაღ გარემოში. ამიტომ მნიშვნელოვანია სკოლები და ბაღები იყოს იდეალურ მდგოამრეობაში. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.