მთისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეების ღონისძიებამ მშობლები აღაფრთოვანა
12-03-2018

მთისძირის საჯარო სკოლაში ქალთა დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი საღამო ჩატარდა.

განსაკუთრებულ კოსტიუმებში გამოწყობილმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მინი სპექტაკლი წარმოადგინეს, რომელმაც მაყურებელი გაამხიარულა და დადებითი ემოციებით აავსო.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები. დღემ წარმატებით ჩაიარა, ბავშვებმა შეძლეს გაეთბოთ მშობლების გულები და დაეფასებინათ მათი ღვაწლი. პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად, დედებს საკუთარი ხელებით დამზადებული მისალოცი ბარათებიც გადასცეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203