ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსთან მეგობრობით წარმატებას მიაღწიეს
12-03-2018
ტყემლანის საჯარო სკოლა კონკურსში - ,,ნიკო კეცხოველის პრემია 2018“ მონაწილეობდა.  

წლის განმავლობაში სკოლის გუნდმა სხვადასხვა აქტივობა განახორციელა და ნახევარფინალში გასასვლელად ქულები დააგროვა.    

ნახევარფინალი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის იაკობ გოგებაშვილის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.   

„ნიკო კეცხოველის პრემია 2018“- ის ნახევარფინალურ შეხვედრაში სულ 16 სკოლის ეკო კლუბის წევრი გუნდი მონაწილეობდა.   

ნახევარფინალში სკოლის გუნდის წარმომადგენლებმა აუდიტორიას გარემოსდაცვით თემაზე 1-წუთიანი მოხსენებით მიმართეს.   

მონაწილე მოსწავლეებს და სკოლას სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცა.   

„ნიკო კეცხოველის პრემია“ ყველაზე მასშტაბური სასკოლო, გარემოსდაცვითი კონკურსია.  

პროექტი CENN–ის მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის თანაორგანიზებით ხორციელდება.   

პროექტის მხარდამჭერები საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციები, სამხარეო ადმინისტრაციები, თვითმმართველობები და კერძო კომპანიები არიან.  
 
ტყემლანის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია CENN-ის სამცხე-ჯავახეთის კორდინატორ თამარ კაპანაძეს მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203