შიდა დაკვირვების გაკვეთილებს ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის პედაგოგები აქტიურად ატარებენ
12-03-2018
ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ნარიკო მოფინაძემ მეოთხე კლასში ჩაატარა შიდა დაკვირვების გაკვეთილი. ასეთი ტიპის საგაკვეთილო დაკვირვება, ახალი სქემით, კრედიტქულებით შესაფასებელი ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნარიკო მოფინაძემ საგაკვეთილო თემად გოდერძი ჩოხელის საინტერესო მოთხრობა „ცასწავალა“ აირჩია.
გაკვეთილის დაწყებამდე მან შეფასების ჯგუფის წევრებს გაკვეთილის მთავარი მიზანი გააცნო, რომელიც მათი თქმით, მკაფიოდ და ნათლად იყო ფორმულირებული.
მან საგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა აქტივობა გამოიყენა, მაგალითად: ასოციაციური რუკა, მსჯელობა, კითხვებზე პასუხი, ტექსტის ანალიზი და ა.შ ამ გზით მან პრაქტიკაში განხორციელებული კომპეტენციები უკეთ წარმოაჩინა.
დამსწრე აუდიტორიის თქმით, მასწავლებელმა საკუთარი გამოცდილების, ცოდნის და პროფესიული კომპეტენციების რეალიზება სხვადასხვა მეთოდით შეძლო.
მოსწავლეებმა კი გაკვეთილი შეაფასეს როგორც მრავალფეროვანი, სახალისო და დასამახსოვრებელი.