ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლემ შვილმკვდარ დედებს ლექსი მიუძღვნა
09-03-2018
ტყემლანის და საყუნეთის საჯარო სკოლებმა დედის დღისა და 8 მარტის აღსანიშნავი ერთობლივი ღონისძიება გამართეს. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ - რესურსცენტრის წარმომადგენლები, კულტურის სამსახური, ადგილობრივი თვითმმრთველობის წევრები, სხვადასხვა სკოლის დირექტორები, სკოლის მასწავლებლები და მშობლები. 

ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლემ შვილმკვდარ დედებს საკუთარი ლექსი მიუძღვნა. „ემოციური ღონისძიება გამოვიდა, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ლამაზი დღე აჩუქეს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

სკოლებს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ და ერთობლივად არაერთი ღონისძიებას თუ პროექტს ახორციელებენ. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203