ნიჭიერმა ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედება მიწვეულ სტუმრებს გააცნეს
12-03-2018
ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის I-IX კლასის  მოსწავლეებმა ქალთა დღე მიულოცეს დედებს, ბებიებს, პედაგოგებს.  

პირველკლასელებმა მოაწყვეს ვიდეოჩვენება სახელწოდებით - „დედაჩემი“, რომელმაც განსაკუთრებული ემოციები აღძრა მაყურებელში.

მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, წარმოთქვეს ლექსები, დაუკრეს და იცეკვეს. მშობლებთან ერთად ღონისძიებას მასწავლებლები და სხვა კლასის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ, რომლებიც განსაკუთრებული აპლოდისმენტებით აჯილდოვებდნენ  მეგობრებს. 

მასწავლებლებმა კმაყოფილება გამოთქვეს ღონისძიების წარმატებით ჩატარების გამო და მადლობა გადაუხადეს ყველა მოსწავლეს აქტიური მონაწილეობისთვის.
 
იხილეთ ფოტოები და ვიდეო მასალა
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203